ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას სხეულზე არსებული დაზიანებები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ამყარებს.
ნიკოლეიშვილი შს მინისტრის განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ თალაკვაძემ ნაჩქარევი დასკვნები გააკეთა.
„სახლში ვნახეთ დაზიანებები, რომელიც სახეშეცვლილია. საფეთქლის მიდამოში ჭრილობა გაკერილი იყო უკვე სექციის შემდეგ და ჭრილობიდან კანი ამოღებულია სროლის მანძილის განსაზღვრისთვის. დაზიანებაა ფეხის თითზე, რომლის სახეც ასევე შეცვლილია. იმის თქმა, თუ რისგან არის დაზიანება მიყენებული, ამ ეტაპზე ძნელია. გუშინ მოვისმინე მაღალჩინოსნის კომენტარები აღნიშნულთან დაკავშირებით და იქ იმდენად დარწმუნებით იყო ყველაფერი ნათქვამი, მართალი გითხრათ გამახსენდა სხვა მაღალჩინოსნების დასკვნები, რომელსაც სერიოზულად ვაკრიტიკებდით. როდესაც გვამი გაციებული არ იყო და დასკვნები კეთდებოდა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






