პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას კიდევ ერთი მკვლეობაში ადანაშაულებენ.
საუბარია 2007 წელს მომხდარ დანაშაულზე, როდესაც გოჩა მაღალდაძე მოკლეს. მისი მეგობრის მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, კუჭავას მაღალდაძის ვალი ჰქონდა.
„კუჭავა ერთ-ერთი ბრალდებული იყო. გოჩა ძალიან წესიერი ადამიანი იყო. ერთადერთი ვერსია რის გამოც შეიძლება ის მოკლათ იყო ის, რომ მისი ვალი ჰქონდათ. სამი პირი იყო, ვიზეც ვიცოდით, რომ გოჩას ვალი ჰქონათ და მათ შორის იყო კუჭავა... თუ არ ვცდები 100 ათასი ლარი“, - ამბობს გუგეშაშვილი.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები და ახლობლები.
პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები






