სასამართლომ "კაბელების საქმეზე" ადვოკატების მიერ წარდგენილი სკანდალური დოკუმენტი დასაშვებად ცნო
სამართალი - 15:25, 18 Jan, 2016     2147
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატების მიერ წარდგენილი სკანდალური დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება, დასაშვებად ცნო. დოკუმენტი, რომელიც ოფიციალური სატენდერო შეთავაზებაა თავდაცვის სამინისტროს J6-ის თანამშრომელმა, პოლკოვნიკმა თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა. "კაბელების საქმის" ადვოკატების თქმით, ამ დოკუმენტით მტკიცდება, რომ "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები, 13 მილიონ ლარზე მეტი, დაზოგეს.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც სასამართლომ სამხილად მიიღო გიორგი ჯალიაშვილი, კომპანია ,,დელტა ნეტის“ სახელით, თავდაცვის სამინისტროს სთავაზობს კონტრაქტის დადებას, რომლის თანახმად 1 წყვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერით მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებად შეთავაზებული იყო 80 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდებოდა ხელშეკრულება შპს ,,დელტა ნეტსა“ ანუ იგივე „დელტა კომმსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის 21 წლის ვადით, თავდაცვის სამინისტროს შპს ,,დელტა ნეტისათვის“ მხოლოდ მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა 20 160 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს ,,სილქნეტისაგან“ 6 720 877, 42 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) შეიძინა, რაც 13 439 123 ლარით უფრო ნაკლებია „დელტაკომის“ მიერ შემოთავაზებულ ფასსზე.

"კაბელების" ადვოკატების შეფასებით ეს დოკუმენტი მთლიანად ცვლის და ანგრევს ბრალდებას და პროკურატურის საყრდენს, ვინაიდან, ბრალდება მოცემულ საქმეზე მთლიანად არის აგებული იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბრალდების მხარის თვალსაზრისით შპს „დელტა-კომმი“ გაცილებით უფრო იაფად შეასრულებდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ვიდრე კომპანია სს „სილქნეტი“. ხოლო შპს ,,დელტა-კომმის“ წარმომადგენელი, მთელი ამ ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ აღნიშნულ მომსახურებას უფასოდ გაუწევდა თავდაცვის სამინისტროს.
სხდომას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42