მკვლელობაში ბრალდებულ გურამ მჭედლიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 13:41, 18 Jan, 2016     2573

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურამ მჭედლიძე დამნაშავედ სცნო გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მოსამართლემ გურამ მჭედლიძეს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ 2015 წლის 2 მაისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გურამ მჭედლიძე ტელეფონით დაუკავშირდა გაგიკ აიდიანს და ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ ორხევის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე მჭედლიძეს გ. აიდიანთან იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა საერთო მეგობრებთან იგი ცუდად მოიხსენია ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მჭედლიძემ დანა ამოიღო, გაეკიდა გაგიკ აიდიანს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაგიკ აიდინიანი მიღებული ჭრილობების შედეგად სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გურამ მჭედლიძე იმავე დღეს ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

აღსანიშნავია, რომ გურამ მჭედლიძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცემისთვის. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42