ყაჩაღობა და მკვლელობა ნინოწმინდაში - შსს-მ დანაშაული გახსნა
სამართალი - 12:57, 18 Jan, 2016     2654

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 1980 წელს დაბადებული ივანე გ., 1978 წელს დაბადებული ქეთევან ხ. და 1985 წელს დაბადებული დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42