საქმე ეხება შპს „დელტა კომის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ჯალიაშვილის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტმენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი თ. მირიანაშვილისათვის 2012 წლის 13 დეკემბერს, ელექტრონული ფოსტით გაგაზვნილ წერილს და მასზე მიმაგრებულ ფაილს. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარი კონტრაქტის პირობებსა და მოსახურების ფასებზეა.
ადვოკატების თქმით, აღნიშნული დოკუმენტით ნათელი ხდება, რომ დელტა კომი თავდაცვის სამინისტროს უფასო სერვისს არ სთავაზობდა და პროკურატურის ბრალდება, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა „სილქნეტისგან“ 6 მილიონად შეიძინეს სერვისი, რომელსაც სხვა კომპანია უფასოდ სთავაზობდა, უსაფუძვლოა. კაბელების საქმის ადვოატების განცხადებით აღნიშნული მასალით ირკვევა, რომ დელტა კომი ამ მომსახურებაში 20 მილიონს ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






