გახმაურებული მკვლელობები, სადაც ბიძინა კუჭავას სახელი ფიგურირებს
სამართალი - 22:18, 17 Jan, 2016     7566
დღის განმავლობაში არაერთხელ გაიჟღერა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძინა კუჭავას სახელი კიდევ სხვა გახმაურებულ საქმეებს უკავშირდებოდა. ,,კვირის პალიტრის“ არქივში არსებული მასალის თანახმად, საქმე ეხება 2009 წლის 13 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე უშიშროების ოფიცრის ვახტანგ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობას. ცოლ-ქმარი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ორივეს თითო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა საფეთქლის არეში ჰქონდა მიყენებული. მაშინვე ითქვა, რომ მკვლელობა პროფესიონალის მიერ იყო შესრულებული. დამნაშავემ მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა, შემთხვევის ადგილას, საიდანაც ანაბეჭდების აღება შესაძლოა მომხდარიყო, ოთახში ირგვლივ ყველგან წიწაკა იყო მორყილი, რის გამოც კრიმინალისტებს ძაღლის მეშვეობით კვალის აღება გაუჭირდათ. მართალია, დღემდე გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა. მასრებზე ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნის.

მეტად საყურადღებო იყო ერთ-ერთი მოქალაქის ვაჟა ნუცუბიძის დაკითხვა, მას არ დაუმალავს, რომ აზარტული მოთამაშეა, პირველი კაზინო თბილისში მან გახსნა. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რა შუაშია აზარტული მოთამაშე ამ შემზარავ მკვლელობებთან. ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ფაქტია, 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარ გოჩა მაღალთაძის მკვლელობა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტურია. მაღალთაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც ნინუებთან. არც იქ არის იარაღი ნაპოვნი.

ამონარიდი ,,კვირის პალიტრიდან“

,,ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო - ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული (?!). მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.

"გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50. 000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...

მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"- განაცხადა ნუცუბიძემ.

ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას მკვლელობას გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელშიც. გიორგი ხმელიძე ფეისბუქის გვერდზე მისი მეგობრის მკვლელობას იხსენებს, სადაც მისივე თქმით, კულუარულად ბიძინა კუჭავაზე იყო საუბარი.

,,ჩემი ბავშვობის ძმაკაცის მამინაცვალი იყო ეს როგორც ამბობენ პროკურორის მკვლელი ბიძინა კუჭავა, მამასავით იყო ფაქტიურად მაგის ხელში გაიზარდა, ეს ჩემი ძმაკაციც ზუსტად ასე მოკლეს როგორც ეს პროკურორი, ღამე გაიყვანეს სახლიდან და დილას შარტავაზე იპოვეს მკვდარი თავში ტყვიით.

მაშინაც იყო ამ ბიძინაზე საუბარი და დღესაც ლაპარაკობენ კულუარებში, მარა იურიდიულად და დადასტურებით დღემდე გამოუძიებელია საქმე, მკვლელი არავინ არაა გამოვლენილი, კიდე რამდენ მკვლელობაში ფიგურირებს მაგის გვარი თურმე.

წყნარი კაცი იყო საერთოდ უკომფლიქტო, მარა (სკოლსკი) კი იყო გავლენები და (ბლატები) ქონდა არავინ ვიცოდით საიდან, იარაღსაც მუდმივად ატარებდა და წვერი ქონდა სულ, მგონი ეს წყნარები უფრო გიჟები არიან, უფრო სწორედ გიჟი კიარა მანიაკი ყოფილა გვამი უნდა დაენაწევრებინაო.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42