,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტან ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა ეჭვი რომ გამოძიება ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდაც აცილებისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა შეტყობინა რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიამრთულებით, რამდენიმე წუთში ავტომანქანა შეაჩარა საპატრულო და კრინიმალური პოლიციის ეკიპაჟებმა, პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტირირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პოასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე სხვა ნივთები.
გამოძიებით დგინდება, რომ კუჭავას და ქირიას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის სამასხურეობრივ მდგომარეობასთან. ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






