,,ეს იყო საზარელი მკვლელობა“ - აცხადებს ელდარ ქირია. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის თქმით, ქირიას ძმა ვარაუდობს, რომ გარკვეული მოქმედებები იქნა დაგეგმილი, რათა კვალის დაფარვის მიზნით, მისი ძმის ცხედარი გაექროთ, თუმცა ელდარ ქირია დეტალებს არ აკონკრეტებს. მისთვის უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. ელდარ ქირია ადასტურებს, რომ კუჭავა მისი ოჯახის ნათესავია, მისი თქმით, გარდაცვლილ ძმასა და კუჭავას შორის რაიმე დავის შესახებ არ სმენია. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობის შემდეგ იყო მცდელობა გვამის გადამალვის, რაც ეჭვმიტანილებმა ვერ მოახერხეს.
პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აღმოჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






