,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქის პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას ზუგდიდში მამიდა ჰყავს, რომელსაც ამ დღეებში მის სახელზე, იქ არსებული სახლის ნახევარი უნდა გადაეფორმებინა. ოჯახი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.
სამართალდამცავებმა უკვე გაჩხრიკეს ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი ბინა. როგორც კურიერს საქართველოს ხმის დირექტორმა მამუკა კუჭავამ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.
ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აღმოჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






