ახალი დეტალები ე.წ. კაბელების საქმეზე - ,,ეს არის დამანგრეველი მტკიცებულება“
სამართალი - 14:28, 17 Jan, 2016     6324
ახალი დეტალები ე.წ. კაბელების საქმეზე - კაბელების საქმის ადვოკატები, ორშაბათს სასამართლო სხდომაზე წარადგენენ და მტკიცებულებად ცნობას მოითხოვენ - შპს ,, დელტა ნეტის“ ტექნიკური დირექტორისა და იმავდროულად შპს ,,დელტა კომმის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ჯალიაშვილის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტმენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი თ. მირიანაშვილისათვის 2012 წლის 13 დეკემბერს, ელექტრონული ფოსტით გაგაზვნილ წერილს და მასზე მიმაგრებულ ფაილს. გიორგი ჯალიაშვილი, კომპანია ,,დელტა ნეტის“ სახელით, თავდაცვის სამინისტროს სთავაზობს კონტრაქტის დადებას, რომლის თანახმად 1 წყვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერით მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებად (თბილისი-ხაშური-ახალციხის, ხაშური-ფოთი-ბათუმის, თბილისი-მარნეულის, თბილისი-კოჯორის, თბილისი-თელავის მიმართულებით) შეთავაზებული იყო 80 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდებოდა ხელშეკრულება შპს ,,დელტა ნეტსა“ ანუ იგივე „დელტა კომსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის 21 წლის ვადით, თავდაცვის სამინისტროს შპს ,,დელტა ნეტისათვის“ მხოლოდ მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა 20 160 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს ,,სილქნეტისაგან“ 6 720 877, 42 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) შეიძინა, რაც 13 439 123 ლარით უფრო ნაკლებია „დელტაკომის“ მიერ შემოთავაზებულ ფასსზე (თბილისი-ახალქალაქი-ბათუმის მიმართულებით 24 წვერი 72 წვერიან ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში (სიგრძით 430,5 კმ), ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში 2 წყვილი კახეთის მიმართულებით და 1 წყვილი სენაკი-ზუგდიდის მიმართულებით, მათი მომსახურება 21 წლის განმავლობაში, ქსელური აპარატურა, აგრეთვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის იჯარა 21 წლის ვადით). ეს დოკუმენტი მთლიანად ცვლის და ანგრევს ბრალდებას და პროკურატურის საყრდენს, ვინაიდან, ბრალდება მოცემულ საქმეზე მთლიანად არის აგებული იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბრალდების მხარის თვალსაზრისით შპს „დელტა-კომმი“ გაცილებით უფრო იაფად შეასრულებდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ვიდრე კომპანია სს „სილქნეტი“. ხოლო შპს ,,დელტა-კომმის“ წარმომადგენელი, მთელი ამ ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ აღნიშნულ მომსახურებას უფასოდ გაუწევდა თავდაცვის სამინისტროს. ასევე ცნობილია, რომ კომპანია „დელტა-კომმი“ 2014 წლის პირველი იანვრიდან ოპტიკურ ბოჭკოვანი წვერებით მომსახურებაში, კოლოსალურ თანხებს ახდევინებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს, თუმცა ეს ინფორმაციან ნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და ბრალდებულთათვის ბრალის წაყენების დროს პროკურაურა ამ საკითხით საერთოდ არ დაინტერესებულა.

,,ნიუპოსტი“ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატს ლევან სამუშიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მთლიანად ცვლის სურათს. ,,წინა სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე, თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი მირიანაშვილი, რომელმაც ჩვენთვის მოულოდნელად წარმოადგინა ინფორმაცია, მტკიცებულება, რომელიც გადაგზავნილი იყო შპს ,,დელტა-კომმის“ მიერ, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,დელტა-კომმი“ და მისი ხელმძღვანელობა თავდაცვის სამინისტროს სთავაზობს მომსახურებას, რომლის საფასურადაც ითხოვს, არც მეტი არც ნაკლები 80 ათას ლარს. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დააკავეს და ბრალი წაუყენეს და რომლითაც დღესაც პროკურატურა აპელირებს, თითქოს ისინი მიზერულ თანხად და უფასოდაც კი მოემსახურებოდნენ თავდაცვის სამინისტროს და მსგავს მომსახურებას თურმე ისინი, ხშირ შემთხვევაში, ეწეოდნენ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ამით უკვე ცალსახად ნადგურდება ბრალდების პოზიცია და ამის საპირისპიროდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა, თავდაცვის სამინისტრომ, სილქნეტთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც მომსახურების თანხად დაფიქსირებულია 1000 ლარი. შეადარეთ 1000 ლარი და 80 ათასი, რაზეც არ გაფორმდა ხელშეკრულება და უარი ეთქვა თავდაცვის სამინისტროს მიერ. ანუ სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ ათობით მილიონი ლარი დაუზოგა ბიუჯეტს და ამისთვის დღეს არიან ბრალდებულები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ, და ვითხოვეთ, შსს-განაც და პროკურატურისგანაც, რომ მათ გამოეთხოვათ, თუ რა კონტრაქტი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,დელტა-კომს“ შორის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს კონტრაქტის თანხა თვეში 300 ათასს ლარს აჭარბებს. საერთოდ ბრალდების პოზიცია, რომ არ არსებობს ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ეს რომ არის დამანგრეველი მტკიცებულება, ეს ფაქტია“ - აცხადებს ლევან სამუშია.

სხდომა ორშაბათს 12:00 საათზეა ჩანიშნული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42