"გურიის მოამბეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო გურიის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ სიტუაციაზე, დეპარტა,ენტის ხელმძღვანელობამ, პოლიციელთა მიერ ბენზინგასამართი სადგურების სადღეღამისო დარაჯობა შეწყვიტა, თუმცა პოლიციელები პოლიციელები დღეიდან ბანკებს უდარაჯებენ.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" პოლიციიდან აცნობეს.
პოლიციის თანამშრომელთა განცხადებით, ის პოლიციელები, რომლებმაც ინფორმაცია მედიას მიაწოდნენ, დადგენის შემთხვევაში სასტიკად დაისჯებიან:
"ყველა პოლიციელს, რომლებიც გაბედავენ და შიგნით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას ჟურნალისტებს მიაწოდებენ, სასტიკად დაისჯებიან, მათ პატიმრობა ემუქრებათ"-ეს განცხადება, პოლიციის თანამშრომლის ინფორმაციით, რომელიც ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ერთ ერთ მაღალჩინოსანს, ირაკლი შავიშვილს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






