გოგონა მე-13 სართულიდან გადმოვარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ნ. შეყილაძემ გარდაცვალების დღეს თავის ფეისბუქის გვერდზე უცნაური სტატუსი დაწერა: ,,შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრუ რწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი“. გოგონა ზუსტად 13 იანვარს დაიღუპა.
ტრაგედია დაახლოებით საღამოს 10 საათზე დატრიალდა. ქალის შემზარავი კივილის ხმაზე ეზოში გასულ მეზობლებს საშინელება დახვდათ. ფაქტს, თანატოლი გოგონა შეესწორო, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ექიმების დახმარება სჭირდება.
შემზარავი ფაქტის ირგვლივ ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. გამოძიებას მოუწევს დაადგინოს რა მოხდა 13 იანვრის ღამეს საბურთალოზე.
მასალის გამოყენების პირობები






