შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეში ერთერთი ბრალდებულია, FBI-სა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ასაჯაროებს.
„ვაქვეყნებ ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს
1. FBI - ის ერთი ფურცელი სადაც არ წერია, რომ კადრები გაყალბებულია და არის მონტაჟი.
და
2. მთავარი დასკვნა, სადაც სიტყვა სიტყვით წერია, რომ ფირი არის უწყვეტი და უმონტაჟო - გასროლიდან იარაღების აღმოჩენამდე სანამ ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალია.
პ.ს. ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ მტკიცებულებად აღიარა. !!!
წაიკითხეთ ამ დასკვნის მე - 3 და ბოლო პუნქტები.
მედიას. თუ გადაიტანთ ამ ორ დოკუმენტს დღის ნიუსისთვის გთხოვთ ამოწერეთ პატივცემულებო სიტყვა სიტყვით სამხარაულის დასკვნა და თქვენც დაისვენებთ და მთელი საქართველოც !!“,- წერს დონაძე სოციალურ ქსელში, სადაც დასკვნას ასაჯაროებს.


მასალის გამოყენების პირობები






