ეკა აბაშიძე, რომელმაც 2010 წელს ვან დეიკის ტილო ჰუსეინოვს მიყიდა, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.
იგი საგამოძიებო უწყებაში იმ ფოტოს მიტანას გეგმავს, სადაც მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრია გადაღებული და ფონზე ვან დეიკის ტილოც ჩანს.
აბაშიძეების ოჯახი ტილოსთნ დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მიესალმება.
„ჰუსეინოვი ამბობს, რომ 5 ათას დოლარად კეთილსინდისიერად შეისყიდა ეს ტილო ჩვენგან. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი მისგან. მე, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რომ ესე წარმართულიყო პროცესები და საქმე აღძრულიყო, რადგან ჰუსეინოვი წლების განმავლობაში გვპირდებოდა, რომ ფულს მოგვიტანდა. დღეს საგამოძიებო უწყებაში ვალის აღიარებას წარვადგენ, რომელსაც ხელს აწერს ჰუსეინოვი და ასევე მივიტან ფოტოსურათს, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა“, - ამბობს აბაშიძე „რუსთავი 2“თან საუბრისას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






