ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ლესელიძის ქუჩაზე რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და მათთან მყოფ პირს, ავთო ქორიძეს თავს გუშინ საღამოს დაესხნენ.
ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ.

მასალის გამოყენების პირობები