წუხელს ღამით ლანჩხუთში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი დააზიანეს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ამავე ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს.
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მამა მირიან ფირცხალაიშვილის თქმით, ტაძარი გვიან ღამით გატეხეს.
„რაც შეეხება ხატებს წააღებული არაფერი არ არის. დამტვერულია ტაძრის ფანჯარა და გატეხილია სხვადასხვა ნივთებიც. ფული აქ არ იყო და ხატისა და ჯვარის მოსურნე კაცი, ამას არ იზამდა. ამ დილით პოლიციაც იყო მოსული. მთელი ორი საათი მუშაობდნენ და აიღეს თითის ანაბეჭდებიც“, - ამბობს მამა მირიანი.
ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი უკვე მეორედ დააზიანეს. პირველი შემთხვევის დროს ტაძრიდან სხვადასხვა საეკლესიო ნივთებიც იყო გატანილი.
მაშინ ლანჩხუთში ერთდროულად 3 მოქმედი ეკლესია გაიქურდა. ტაძრებიდან სხვადასხვა საეკლესიო ნივთები, ხატები და გაყიდული სანთლებიდან შემოსული თანხა იყო წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






