ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის საკანი გაჩხრიკეს
სამართალი - 12:41, 12 Jan, 2016     5675

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის საკანი გაჩხრიკეს. ინფორმაცია „ნიუპოსტს“ ბრალდებულის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ზაუტაშვილის დაბადების დღის მეორე დღეს მოხდა.

„გუშინ საღამოს დამიკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ მის საკანში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის ჩატარების საფუძველი გახდა ელისაშვილის განცხადება, რომ ანასტასია ზაუტაშვილი პრიორიტეტული პატიმარია. ჩხრეკა ჩატარდა მოულოდნელად, ეს იყო მორიგი სისულელე. დადასტურდა, რომ ანასტასია ზაუტაშვილი არათუ პრივილეგირებული პატიმარია, არამედ გოგო, რომელიც ხატავს და ქარგავს, მისი ნამუშევრები გადის გამოფენები, ვერ სარგებლობს ელემენტარული საშუალებებითაც კი. მაგალითად, არ აქვს საღებავები. ვერ ქარგავს, რადგან არ აძლევს ადმინისტრაცია გარკვეულ აუცილებელ ატრიბუტებს ამ ქარგვისთვის. როდესაც 6 წელია ზიხარ საპატიმროში და გამომძიებლები შემოდიან საკნის გასაჩხრეკად, ეს დიდი შეურაცხყოფაა. არის მცდელობა, რომ ზაუტაშვილს ყველა ფეხის ნაბიჯზე დისკომფორტი აგრძნობინონ“, - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ანასტასია ზაუტაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი სამართალდამცველებმა 2010 წლის 2 ივნისს დააკავეს. ორი თვის წინ შეწყალების კომისიის ყოფილმა თვამჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდნენ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ბრალდებას უმრავლესობის დეპუტატები უარყოფენ. კობახიძესთან და ბესელიასთან კავშირი ანასტასია ზაუტაშვილმაც უარყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42