,,კულტურის სამინისტრომ ვან დეიკის ტილო ვერ ამოიცნო და 5 000 ლარად შეფასა“ - ჰუსეინოვი
სამართალი - 12:41, 10 Jan, 2016     2913
ვან დეიკის ტილოს კულტურის სამინისტრო ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა, ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს იმ პირებმა მიაწოდეს, რომლებმაც წლების წინ საქართველოდან თურქეთში ცნობილი ტილო გადაიტანეს.

"მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტოში შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ფერწერული ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან გატანა ლეგალურად მოხდა,"- აცხადებს ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელიც ერთ-ერთი ის პირია, ვინც ტილო საქართველოდან თურქეთში გადაიტანა.

ჰუსეინოვის განცხადებით მას ტილო სამსუნში მისმა ნათესავმა მოჰპარა.

"თავდაპირველად სურათი გასაყიდად სამსუნში ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდგომ გავარკვიეთ ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ამ დრომდე ამ საკითხით მხოლოდ რუსთავი 2 დაინტერესდა და ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ,"- განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.

იმას, რომ ცნობილი ტილოს შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს ჰქონდა ადასტურებს მალხაზ მახარაძეც, რომელიც ტილოს ყიდვისა და თურქეთში გადატანის დროს ზაჰირ ჰუსეინოვთან ერთად მოქმედებდა. მახარძე აცხადებს, რომ მათ ტილო ტურქეთსი ლეგალურად, ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ხელწერილით გაიტანეს. მისივე თქმით ნახატის ავტორი დადგენილი არ იყო, შესაბამისად ის საზღვარზე გაიტანეს როგორც უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ტილო.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42