პროკურატურა ირაკლი კირკიტაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:08, 07 Jan, 2016     1745

მთავარი პროკურატურა დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ირაკლი კირკიტაძე ავტომანქანით მივიდა დიღმის მასივში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეამჩნია მისთვის მიუღებელ ადგილზე მდგომი მეზობლის კუთვნილი ა/მანქანა. ირაკლი კირკიტაძე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ უწყვეტი ხმოვანი სიგნალით, ხოლო შემდგომ უცენზურო სიტყვებით თავისთან უხმობდა ა/მანქანის მეპატრონეს. ხმაურზე მალევე მივიდა ა/მანქანის მეპატრონის შვილი, რომელსაც კირკიტაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად ხმაურზე შეკრებილი სხვა მეზობლები და სტუმრად მყოფი პირები მოუწოდებდნენ ამ უკანასკნელს სიმშვიდისაკენ, მაგრამ კირკიტაძემ დაწყნარების სანაცვლოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მანქანასთან მისულ მეპატრონის შვილს დაემუქრა მოკვლით და იარაღის ტარის მეშვეობით მიაყენა სხეულის დაზიანება. ამასთანავე იგი განაგრძობდა უმისამართო გინებას. მისი ამ ხულიგნური ქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ.

ჩადენილი ქმედების გამო, 2016 წლის 6 იანვარს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მოქალაქე ირაკლი კირკიტაძე და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.

იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი კირკიტაძეს ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედება გამოირჩეოდა ძალადობრივი ხასიათით, დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა გარშემომყოფთათვის, აგრეთვე მას ადრე უკვე ქონდა ჩადენილი ანალოგიური სახის დანაშაული კერძოდ კი გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისა და სხეულის დაზიანებისათვის. ამასთნ ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, რაც ქმნიდა მოწმესა და დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა რა პროკურატურის მყარი არგუმენტები, ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთ ღონისძიებად შეურჩია პატიმრობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42