მამუკა ახვლედიანის მხრიდან ადგილი აქვს უღირს და ამორალურ საქციელს - ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სამართალი - 15:28, 06 Jan, 2016     1593

ქუთაისის საქალაქო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ამორალურს და უზნეოს უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გამოირჩევა საერთო სასამართლოების სისტემის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური შინაარსით, რაც თავისთავად გაგრძელებაა იმ ბინძური კამპანიისა, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მ. ახვლედიანს თავის არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია რაიმე კონკრეტული ფაქტი ან არგუმენტი, რაც ოდნავი დამაჯერებლობის შეგრძნებას მაინც დატოვებდა ნებისმიერ მსმენელში, შესაბამისად, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში. აღნიშნული კი, როგორც თითეული ჩვენგანისათვის, ასევე მ. ახვლედიანისთვისაც კარგად ცნობილია, რომ სასამართლოსთან დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ მ. ახვლედიანის განცხადებებს და მოსაზრებებს, არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეები, იმ სასამართლოს მოსამართლეები, რომლის თავმჯდომარეც თვითონ არის, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ სხვა სასამართლოების მოსამართლეები იზიარებდნენ მ. ახვლედიანის პოზიციას. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მ. ახვლედიანი საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით, რომლის პოზიციას არც ძალა აქვს და მითუმეტეს არც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სასამართლო ხელისუფლებისათვის. დასახელებული ფაქტების ერთობლიობა, ასევე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია, სრულ უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მ. ახვლედიანი მართულია სწორედ იმ პოლიტიკური ძალების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ვისაც ხელს აძლევს სასამართლო სისტემის შესუსტება და მასზე გავლენის მოპოვება. აღნიშნული, როგორც გარეშე ძალების ასევე მოსამართლე მამუკა ახვლედიანის მხრიდან ყოვლად ამორალურ, უზნეო და უღირს საქციელს წარმოადგენს. მ. ახვლედიანი კი მოსამართლის მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას, სწორედ საკუთარი მორალური პრინციპების, ზნეობის და ღირსების გრძნობის მიმართ უნდა იჩენდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს მ. ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიერ დაფიქსიებულ პოზიციას", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42