მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იუბილარია - საინტერესო ფაქტები ირინა შეიკზე (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 16:40, 06 Jan, 2019     25742
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და სასურველი ქალი, ირინა შეიკი 6 იანვარს 33 წლის გახდა.
1986 წლის 6 იანვარს რუსეთში დაიბადა ირინა შეიხისლამოვა, ყველასთვის ცნობილი როგორც ირინა შეიკი.

ეთნიკურად თათარი მამითა და დედით რუსი გოგონას გარეგნობამ მსოფლიო სამოდელო ინდუსტრია მარტივად დაიპყრო, თუმცა წარმატებამდე მოდელს არც თუ სახარბიელო ცხოვრება ჰქონდა.

9 წლის ასაკში ირინა მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს,სადაც 7 წელი ისწავლა. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ, ირინას მუსიკალური განათლებისთვის თავის დანებება მოუწოა. მისი დედა ორ ადგილზე მუშაობდა, რომ თავისი შვილებისთვის სწავლის თანხა გადაეხადა. როგორც მოდელი აცხადებს, სურდა მარკეტინგის განხრით ჩაებარებინა უნივერსიტეტში, თუმცა პირველ ცდაზე გამოცდები ვერ ჩააბარა. იმავე წელს შეიკმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. სწორედ იმ კონკურსზე შეამჩნიეს სამოდელო აგენტებმა და მოსკოვში წაიყვანეს, სადაც მისი კარიერის აღმასვლა დაიწყო.

მოდელი 5 წლის განმავლობაში ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი გასულ წელს დასრულდა.

ამჟამად ირინა შეიკი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერზეა დანიშნული. ირინა შეიკი და 41 წლის ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები 2017 წლის აპრილში გახდნენ.

ვარსკვლავური წყვილის პირველი შვილის სახელი და გვარი ლეა დე სენა შეიკ კუპერია.

ირინა 2004 წელს აღმოაჩინეს. ირინა ქართველმა აგენტმა, გია ჯიქიძემ შენიშნა და მოდელობა შესთავაზა. გია რუსეთში მაშინ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან სწორედ მან აღმოაჩინა ნატალია ვოდიანოვა. ნატალია გახდა პირველი რუსი სუპერმოდელი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა სამოდელო ბიზნესში. ირინას თქმით, მან ვოდიანოვას წარმატებიდან იცოდა გიას შესახებ და ძალიან გაუხარდა, როცა სწორედ ის აგენტი შეეხმიანა, რომელმაც ნატალიას სახით ყველა დროის ყველაზე დიდებული რუსი სუპერმოდელი აღმოაჩინა. ჯიქიძის რჩევით შეიკი ჩავიდა მოსკოვში, საიდანაც ევროპაში აღმოჩნდა.

პირველი კონტრაქტი 2007 წელს გააფორმა Intimissimi - სთან. მალევე შეიკით Sports Illustrated Swimsuit დაინტერესდა. ირინა გადაიღეს ზაფხულის ყოველწლიურ ნომერში. შეიკი გახდა პირველი ქალი რუსეთიდან, რომელიც ამერიკაში SI-ის ყდაზე დაბეჭდეს.

2009 წელს შეიკი "გესის სახე" გახდა.

იმავე წელს ვიქტორია სეკრეტის კატალოგში მოხვდა. 2010 წელს ირინა მოხვდა Sports Illustrated-ის ყდაზე . 2013 წელს ირინა პირველადმოხვდა ვოგის ყდაზე. 2014 წელს რუსულმა გლამურმა ირინა წლის ქალად დაასახელა დაყდაც მიუძღვნა. ირინა ასევე მოხვედრილია ჰარპერს ბაზარის, მაქსიმის, კოსმოპოლიტანის, ჯიქიუს და სხვა ცნობილი ჟურნალების ყდებზე. 2015 წელს ირინა "ლორეალის სახე გახდა."

ჯამში ირინა შეიკს 27 ბრენდის კამპანიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ჯამში გამოსულია 16 ჩვენებაზე. აქედან პირველი სერიოზული შოუ ჰქონდა 2013 წელს"ჟივანში" და 2015 წლის სექტემბერში DVF - Diane von Furstenbegr da Marc Jacobs. 2016 წელს გამოვიდა Victoria's Secret-ის შოუზე. ის პირველი ორსული მოდელია, რომელმაც VS-ის პოდიუმზე გაიარა. 2017 წელს დაიბეჭდა იტალიური ვოგის გარეკანზე და ოცნებაც აიხდინა.

ამ ეტაპზე ირინას მნიშვნელოვანი კონტრაქტები აქვს ლორეალთან, ბებესთან, ეივონთან.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42