ახლადდანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემაც, როგორც მან ჟურნალისტებტან განაცხადა მთავარია, რომ მოსამართლეებმა გაამართლონ ის ნდობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათ მიმართ გამოხატა. ამასთანავე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხზეც ისაუბრა:
"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღემდე ასეთი რეფორმირება არ იყო. თუმცა, რიგი საკითხები, საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების განხორციელების საკითხებთან, გამჭვირვალობასთან, ქვორუმთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იყო, მაგრამ ის საკითხები, რაზეც თქვენ კითხულობთ, ამაზე სარეფორმო წინადადებებში რასაკვირველია, არ ყოფილა მსჯელობა," - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






