შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ბიზნესმენ დავით ზოდელავას პასუხობს
სამართალი - 14:13, 29 Dec, 2015     3048
შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას ღია წერილს ეხმაურება, რომელიც 28 დეკემბერს მედიის საშუალებით გავრცელდა. ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის განცხადებას:

,,წერილის ავტორი, შემოსავლების სამსახურის კანონით რეგულირებულ საქმიანობას, სამსახურის მიმართ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს და აცხადებს: „23 დეკემბერს თავს დაგვესხა შემოსავლების სამსახურის ოპერატიული ჯგუფი შემოწმების მიზნით ლაბორატორიის შვილობილ კომპანიაში: ბიო პროდუქციის ანალიზის და რეალიზაციის პუნქტში, რომლის დირექტორიც მე გახლავართ და რომელსაც დღეში 300-500 ლარიანი ბრუნვა აქვს“.

გვინდა განვაცხადოთ: ბიზნესმენი ზოდელავა ცრუობს, რადგან შპს ტესტ ლაბორატორიაში (ს/ნ 404988055), ასევე, ამავე ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიაში, შპს გრუზპლოდექსპორტში (ს/ნ 445451788), შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რეგისტრაციის დღიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა. არ არსებობს წერილში აღნიშნული ე.წ. შვილობილი კომპანიაც.

თუმცა, დავით ზოდელავას მფლობელობაში არსებობს კიდევ ერთი კომპანია - შპს „D&Company და კომპანიას“ (ს/ნ 405008076), რომელიც ეწევა საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობას (ელექტროსიგარეტები, ელექტროსიგარეტის სითხეები, სადგამები და ა.შ.). აღნიშნულ კომპანიაში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის კუთხით შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. შპს „D&Company და კომპანიას“, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ განიხილება, როგორც შპს ტესტ ლაბორატორიის შვილობილი კომპანია.

აქვე განვმარტავთ, საგადასახადო შემოწმება დაუშვებელია განიხილებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე თავდასხმის კონტექსტში. მეტიც, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, მიზანმიმართული, ზიანის მომტანი განცხადება. შემოსავლების სამსახური ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგის ფარგლებში და ამოწმებს ამა თუ იმ კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებს“ - ნათაქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42