იუსტიციის სამინისტროს გენ. ინსპექციამ გაყალბებისთვის ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 17:39, 28 Dec, 2015     2151
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-342 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 12 ივნისს და 20 ივლისს ნოტარიუსმა (ქ.) პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (სკაიპის) საშუალებით ორჯერ დაამოწმა და გასცა სანოტარო აქტი უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე უსწორო მონაცემებით, ისე, რომ სკაიპში ჩართულ მოქალაქეებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ფოტოსურათებს შორის იყო მკვეთრი სხვაობა როგორც ასაკობრივი, ისე გარეგნული, რითაც ჯეროვნად არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

გარდა ამისა, 2015 წლის 14 და 20 მაისს ქ. თბილისში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნოტარიუსმა (ქ.), მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (სკაიპის) საშუალებით უძრავი ქონების რეალური მესაკუთრის ნაცვლად სხვა პირი უკავშირდებოდა, რეალურ მესაკუთრეს თანხმობა არ გამოუხატავს და არც მოწმეები მისულან სანოტარო ბიუროში, გასცა ორი ყალბი სანოტარო აქტი უძრავი ქონების განკარგვის შესახებ. აღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნოტარიუსი (ქ.) სამსახურებრივი გულგრილობის (ორი ეპიზოდი) და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის (ორი ეპიზოდი) ფაქტებზე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში (დანაშაულები გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით).

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42