შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფციაზე ისაუბრა.
„ესაა უბნის ინსპექტორი, როგორც ოჯახის მეგობარი, რომელსაც აღარ ექნება გამოძიებისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, შსს-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა.
„პრიორიტეტებად რჩება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება; ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე, ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება; დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება; შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება; პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში. ჩემი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს პოლიციას და თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






