გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა
სამართალი - 16:34, 26 Dec, 2015     2372
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ნაფიცმა მსაჯულებმა გუში დამნაშავედ სცნეს, ხოლო დღეს საბოლოო ვერდიქტი მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა. გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებაში, ხოლო განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ გამოაცხადეს.

ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს, თბილისში აბაშიძის ქუჩაზე მოკლეს.

აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"2015 წლის 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის დანაშაულის ფაქტზე, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე.

ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარემ დაადგინა განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ოქროპირიძეს, ლაშა მახარაძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

2015 წლის 25 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას."- აღნშნულია სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42