თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:20, 26 Dec, 2015     1469
თბილისის საქალაქო სასამართლო ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ნიუპოსტი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის ორი მოწმე და თავად ბრალდებული.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორქოპირიძისთვის, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

სასჯელის ზომა მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. დანაშაული, რომელშიც ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი წუხელ გამოუტანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42