ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მალხაზ ჯაშიაშვილი დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი), 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოსამართლემ მალხაზ ჯაშიაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის პირველ კვარტალში, N12-ე და N15-ე კორპუსების წინ მდებარე N3 ავტოფარეხის შესასვლელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ჯაშიაშვილს, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შეკამათება მოუვიდა გიორგი ბაქრაძესთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით და მოკვლის განზრახვით, თანნაქონი შენახვის უფლებით რეგისტრირებული „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერიდან, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამოდენიმეჯერ ესროლა გიორგი ბაქრაძეს. გ. ბაქრაძე მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის გვამი მალხაზ ჯაშიაშვილმა დამარხა იმავე ავტოფარეხში და გიორგი ბაქრაძის გვამს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაჯიდან მოხსნა “Slazenger”-ის ფირმის 500 ლარის ღირებულების საათი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალხაზ ჯაშიაშვილი მიიმალა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის ადგილსამყოფელი და მოხდა დაკავება. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა შენახვის უფლებით რეგისტრირებული „NA .22MS” სისტემის N194265 ცეცხლსასროლი რევოლვერი და 5.6 მმ კალიბრის 13 ცალი ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
ასევე, 2015 წლის 10 ივნისს ქ.თბილისში, ზღვის დასახლების მე-10ბ კვარტლის მე-4 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7.62 მმ კალიბრის 1930/33 წლის ნიმუშის “TT” სისტემის 1943 წელს დამზადებული N ИЕ2051 პისტოლეტი, 13 ცალი 7.62 კალიბრის (7.62X25) ვაზნა; 5.45 კალიბრის (5.45X39) კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47“ მოდელის ავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი 34 ცალი ვაზნა; 5.56 კალიბრის „M16“ შაშხანებისა და მისი მოდიფიკაციის კარაბინებისათვის განკუთვნილი, ე.წ NATO”-ს 1 ცალი ვაზნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მალხაზ ჯაშიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ეპიზოდი) (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მალხაზ ჯაშიაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა