იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაკაბაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო ბეჟან გუნავა დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კაკაბაძემ აქციაზე მურუსიძეს შეაგინა. რაც შეეხება ბეჟან გუნავას, მან კაკაბაძის დაკავება გააპროტესტა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მოხდა სამართალამცველებსა და ადგილზე შეკრებილებს შორის. აქციის მონაწილეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაზე შესვლა უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
უკვე ცნობილია, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეულია.
მასალის გამოყენების პირობები






