საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო თაღლითური სქემა გაშიფრა - დაკავებულია თაღლითების ჯგუფი
სამართალი - 10:24, 25 Dec, 2015     9787

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულია საერთაშორისო თაღლითური სქემა და გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული. თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა კუთვნილი, მაგნიტურზოლიანი საკრედიტო ბარათის მონაცემებს. შემდგომში, საქართველოში ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს და სპეციალური ტექნიკური მოწყობილების საშუალებით, მოპოვებული პერსონალური მონაცემები უკანონოდ შეჰყავდათ ყალბი პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ველში.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მომდევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა აღნიშნული ყალბი ბარათების მეშვეობით თანხის განაღდება. ბრალდებულები უკავშირდებოდნენ კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს და განაღდებული თანხის 50% ის შეთავაზების სანაცვლოდ, სხვადასხვა კომერციული ბანკის პოს ტერმინალების გამოყენებით ხდებოდა სოლიდური თანხის განაღდება, რაც ინიღბებოდა თითქოსდა გარკვეული სავაჭრო შეთანხმებით.

საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითურად დაუფლებული თანხა აღემატება 1 500 000 ლარს, ხოლო კონკრეტულ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვნად დაზარალდა კომერციული საბანკო სისტემა. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ბარათები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების პერსონალური მონაცემები, კომპიუტერული ტექნიკა და ბარათების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილით, ასევე 210-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42