"მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო შვილმკვდარ მამას და ყველას, რომ ერთადერთი რასაც მაშინ ითხოვდნენ სასამართლოსგან ეს იყო, რომ მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია, შესაბამისად აღჭურვილიყო პროკურორის უფლებამოსილებით და გარდა შემსრულებლებისა, ვინც მოახდინა აღნიშნული დანაშაული, ემოქმედა ისე, რომ პასუხისგებაში მიეცა ასევე სხვა პირები, რომლებიც იყვნენ აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორები. მოსამართლეებსაც ჰქონდათ ხელ-ფეხი შეკრული, მოსამართლეებსაც არ შეეძლოთ რომ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება საზოგადოებას სამართლიანად მიაჩნდა, ამიტომ დავირაზმოთ, გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ შევცვალოთ ის კანონები, რომელიც სასამართლოსაც უბორკავს ხელ-ფეხს და სასამართლოსაც არ აძლევს საშუალებას თუნდაც დღესაც, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც საზოგადოებას მიაჩნია სამართლიანად. მივცეთ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და აქედან გამომდინარე მომავალშიც, ლევან მურუსიძე იქნება თუ არა ამ სასამართლოში, უნდა დავფიქრდეთ ყველანი, რომ შევცვალოთ ის კანონები, რომელიც არ მოგვწონდა 10 წლის უკან და ეს კანონები მოქმედებს დღესაც". განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამრთლოს მუდმივ მოსამართლეობას აპირებს, მის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ეწინააღმდეგება, მათი შეფასებით მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება მიირო.
მასალის გამოყენების პირობები






