"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცეს.
პაპიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებული ამბობს, რომ მას პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს.
სკანდალური ვიდეო-კადრების არსებობის შესახებ "ნიუპოსტმა" მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ სამართალდამცავებმა ნაგვის ბუნკერში სისხლიანი ტილოები და 5 წლის თორნიკეს სურათები იპოვეს.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა, ჩადენილ იქნეს დანაშაული.
შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






