„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც აპირებს.
მისი თქმით, კილაძის მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება.
"სარჩელი მზადდება. მე ვაპირებ ეს გავაკეთო, არა მარტო საკუთარი პრინციპული პოზიციისთვის და საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არამედ, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ დაცვის მეტი გარანტიები ამ პრეცედენტების შექმნით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის წინააღმდეგ სარჩელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემაც შეიტანა. კობახიძე კილაძეს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს. გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი.
მასალის გამოყენების პირობები






