საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დაიკითხა. იგი პროკურორების და ადვოკატების შეკითხვებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. კაპანაძემ დეტალურად გაიხსენა 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრა. მისი ინფორმაციით, ორივე შეხვედრა ქვეყნის თავდაცვისუნარიონობის გაზრდას ემსახურებოდა. როგორც კაპანაძე ამბობს, შეხვედრებზე საუბარი იყო ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანაზეც. გენშტაბის უფროსის განცხადებით, ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, ხოლო მეორე შეხვედრა უშუალოდ მის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრას კომპანია „სპეცკავშირმშენის“ წარმომადგენელი, რომელმაც უწყებას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის უფასო ღერეი. თუმცა როგორც კაპანაძე ამბობს, საქმის შემდგომ განვითარებაზე საუბარი აღარ შეუძლია, რადგან ამ საკითხზე პაუსხისმგებელი იყო სპეციალური ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მაშინ სამინისტროში შეიქმნა.
უკვე დაიკითხა ბრალდების მოწმე გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა.
„ერთი უფასო შემოთავზება არ ნიშნავს, რომ ეს სულ უფასოა. ამისთვის შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი არსებობდა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რამდენად მომგებინია იქნებოდა და როგორ აისახებოდა თანხებში. ეს ჯგუფი მუშაობდა ამ მიმართულებით. ვინაიდან, მე არ ვარ ამ მიმართულების ტექნიკური სპეციალისტი, ჩემს ამოცანაში არ შედიოდა ტექნიკურ დეტალებში გარკვევა", - განმარტა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი სახელწმიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
რამდენიმე თვის წინ ისინი თავდაცვის მინისტრმა სამსახურში აღადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






