პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღეს გაზეთ "ქრონიკა+"-ის და მისი მთავარი რედაქტორს ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ინფორმაციას კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.
"სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ ქრონიკა +-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო მისი დისკრედიტაციისკენ საზოგადოების თვალში" ნათქვამია განცხადებაში. კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა იქნება.
გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კობახიძე-ბესელიას დუეტმა თავის დროზე კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან.
მასალის გამოყენების პირობები






