მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალბატონს დაკავების მომენტიდან წარდგენილი ბრალდება არც ერთხელ არ უღიარებია. ამის შესახებ მაგდა პაპიძის ადვოკატმა განაცხადა. ხათუნა ჩხაიძე ცოტა ხნის წინ ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა. პოპიძესთან საუბრის დეტალებზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„როგორც ამბობს, მისი მეუღლე და შვილი სახლიდან გავიდნენ. მას შემდეგ კი რაც მათ დააგვიანდათ ტელეფონზე დაურეკა მეუღლეს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. როგორც ის ამბობს, ამის შემდე ოჯახის წევრების მოსაძებნად წავიდა. პაპიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს მხოლოდ გადარჩენის მიზნით შეეხო. მთხოვა მეთქვა თქვენთვის, რომ შვილის გადარჩენა უნდოდა და მის საავადმყოფოში წაყვანას ცდილობდა. მინდა გითხრათ, რომ დაკავების მომენტიდან მაგდა პაპიძეს არასდროს უღიარებია წარდგენილი ბრალდება“, - ამბობს ადვოკატი.
როგორც ის ამბობს, მაგდა პოპიძის ინფორმაციით, მის მეუღლეს პრობლემები ჰქონდა, რომელიც ვალებთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება ნივთკიცებად ამოღებულ ნივთს, ჩაქუჩს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, ჩაქუჩი შეძენილი იყო სათავსოში ჭერის შეკეთების მიზნით.
მაგდა პაპიძეს ცოტა ხნის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






