როგორც „ნიუპოსტს“ ადვოკატმა განუცხადა, საქმის დეტალებს ეცნობა კომენტარს კი ბრალდებულთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ამის პარალელურად, კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუღლის და შვილის მკვლელობისთვის დაკავებულმა ჩვენება შეცვალა - ახალგაზრდა ქალბატონი დანაშაულს არ აღიარებს.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი ბრალდებულმა 20 დეკემმერს გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, ომარ ქაფიაშვილი, ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყა და მოკლა, შემდეგ კი თავისი ერთადერთი ვაჟი თორნიკე გაგუდა. კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
მკვლელობის დროს იმევე სართულზე, რამოდენიმე ოთახის მოშორებით ეძინა გარდაცვლილ მამაკაცის დედას. ქაფიაშვილები წლებია საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, მეორე პატარა ოთახში ომარის დედა და ძმა ცხოვრობს, თუმცა გარდაცვლილის დედას ხმაური არ გაუგუგია. ომარის ძმა კი სახლში არ იმყოფება, ის ამჟამად სამუშაოდ თურქეთშია წასული.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ კი მეორე დღეა გრიგოლ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები ცრემლის გარეშე ვერ საუბრობენ.
მზია ლორთქიფანიძე (დაკავებულის მეზობელი) : დაახლოებით, 3 საათზე ქალის შემზარავი ხმა შემომესმა. მაგდა სადარბაზოსთან იდგა, რომ ვკითხე რა ხდებათქო მითხრა - ომარს და თორნიკეს თავები აქვთ გატეხილიო. ომარის დედაც, ლილიც საშინელ ისტერიკაში იყო. როგორც ამბობენ, ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო.
მეზობელების ვარაუდით, მკვლელობა ქუჩაში არ მომხდარა, რადგან სადარბაზო სისხლით იყო დასვრილი, რაც შეეხება თვითონ ოთახს, სადაც სავარაუდოდ შემზარავი დანაშაული კოხდა, როგორც ადგილზე შესულმა ომარის მეგობრებმა აღნიშნეს, ოთახში სისხლის კვალი არ უნახავთ.
მომხდარზე მათი ვარაუდი ასე გამოიყურება: „მაგდა პაპიძემ მკვლელობის შემდეგ ოთახი საგულდაგულოდ დაალაგა. უკვე მოკლული ქმარი კი სადარბაზოში გაიტანა“.
მათივე ვარაუდით, თორნიკე მკვლელობას შეესწრო, აღელვებული შვილი დედამ მანქანაში ჩაისვა (არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირა ტერიტორიიდან მანქანის გასვლა), ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვი, როგორც სჩანს, დედამ ვერ დააწყნარა და შემდეგ გაგუდა...
გაჩნდა მეორე ვერსიაც, პატარა ასთმიანი იყო და შესაძლოა ნერვიულობის ფონზე შეტევა განვითარდა და დაიღუპა.
"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა"- აცხადებენ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებთა მცირე ნაწილი.
ამ ვერსიას აქარწყლებს 208 -ე ბაღის დირექტორი, მარინა დავითაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ თორნიკე ქაფიაშვილის პირად საქმეში არ წერია, რომ ბავშვი ასთმით იყო დაავადებული.
„ძალიან ენერგიული, განსაკუთრებით მოსიყვარულე, ძალიან მუსიკალური, გიჟდებიოდა მშობლებზე, დედაც განსაკუთრებით ეფერებოდა, როცა გასაყვანად მოდიოდა, არ ვიცი რა დავარქვა ამ ამბავს, რაც შეეხება ასთმას, მის საქმეში მსგავსი რამ არ დევს, როგორც ვიცი, გლანდები აწუხებდა და ისიც ამოაჭრეს წლების წინ“ - განაცხადა ბაღის დურექტორმა.
27 წლის ომარს, რაც შეეხება სამხედროს ყველა დადებითად ახასიათებს, მეზობლები არც მაგდას ახასიათებენ უარყოფითად, ის „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ მარკეტში გამყიდვლად მუშაობდა.
გარდაცვლილისა და ეჭვმიტანილის ოჯახი გამოძიებისგან ელოდება ამომწურავ პასუხს შემზარავი დანაშაულის მოტივზე.
სამართალდამცავებს მოუწევთ დაამტკიცონ, მკვლელია თუ არა მაგდა პაპიძე, რომელმაც გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






