საქართველომ ევროპული სასამართლოს წინაშე პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების არაეფექტურობა აღიარა
სამართალი - 11:56, 18 Dec, 2015     1418
2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრების (კ. თედლიაშვილის მშობლები და არასრულწლოვანი შვილი) სახელით საჩივრით „თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 24 ნოემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციის (ცალმხრივი დეკლარაცია) საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი„თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

მოცემული საჩივარი შეეხებოდა 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა იგი სამარტოო საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. #6 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში კ. თედლიაშვილი სისტემატურად განიცდიდა არასათანადო მოპყრობასა და მუქარას ციხის თანამშრომლების მხრიდან. კ. თედლიაშვილი თავის წერილებში, რომელთა ადრესატები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები იყვნენ, პირდაპირ ამხელდა #6 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად რელევანტური უწყებებიდან სათანადო ზომების მიღებას ითხოვდა. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია კ. თედლიაშვილის მიმართ არსებული რეალური საფრთხეების თაობაზე, თუმცა, მათ არ მიიღეს საჭირო ზომები პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამასთან წარდგენილ საჩივარში ვდავობდით, რომ კ. თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ ნაწარმოები გამოძიება არ იყო ეფექტური. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, მიმდინარე გამოძიებაში მომჩივნები არ არიან ეფექტურად ჩართულები, კერძოდ, მათ არ გააჩნიათ დაზარალებულის სტატუსი, ასევე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვდა.

2015 წლის 8 აპრილს საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე ცალმხრივი დეკლარაცია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა მომჩივნებთან მიმართებით კ. თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების გამო.

წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვა კომპეტენტური მაღალი რანგის პროკურორის ზედამხედველობითა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, შესაბამისმა ორგანოებმა დროულად გაატარეს თუ არა ყველა საჭირო ზომა კახაბერ თედლიაშვილის სიცოცხლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით საქართველოს მთავრობას მომჩივანთა სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარიმართება და მომჩივნები ეფექტურად იქნებიან ჩართულნი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. საია, როგორც მომჩივანთა წარმომადგენელი, გამოძიების მიმდინარეობას აქტიურად დააკვირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42