საქართველოს მთავრობამ ვართაზარ ეგიაზარიანის წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა
სამართალი - 11:42, 18 Dec, 2015     1878

2015 წლის 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ეგიაზარიანი საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა. ევროპული სასამართლოს წინაშე ვართაზარ ეგიაზარიანს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდნენ. სასამართლომ მიღებული განჩინებით აღნიშნული საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

საჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე.

2004 წლის 21 აგვისტოს მომჩივანი, ვართაზარ ეგიაზარიანი, დასასვენებლად იმყოფებოდა აჭარის ტერიტორიაზე, დაბა ჩაქვში. ზღვისპირა ზოლზე მანქანით გავლისას, ეგიაზარიანი აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, რის შედეგადაც ჩაუტარდა ორივე ფეხის ამპუტაცია. 2005 წელს მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. იგი დავობდა, რომ შსს ფლობდა ინფორმაციას ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვის შესახებ, თუმცა არ მიიღო პრევენციული ზომები ტერიტორიის დროული და სრული გაწმენდისთვის, რამაც ის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.

2014 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა აღიარა ტერიტორიის განაღმვასთან დაკავშირებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ცალმხრივი დეკლარაციით მთავრობამ მომჩივნისთვის კომპენსაციის სახით 8,000 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო. ევროპული სასამართლოს განჩინებით, სახელმწიფოს ასევე მომჩივნის საადვოკატო ხარჯების დასაფარად 1,100 ევროს გადახდა დაეკისრა.

ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინების საფუძველზე მომჩივანს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება ეროვნული სასამართლოების წინაშე.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42