სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:23, 18 Dec, 2015     1693
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს გააკეთოს დამატებითი განმარტება მსჯავრდებულ დ.ფ.-სთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საუბარია წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ახლახან გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 16 დეკემბერს გასულ სიუჟეტში საუბარი იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ იმის შესახებ, რომ თითქოს, სამინისტრო არ იყენებს იმ ნორმებს, რითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მსჯავრდებულისთვის ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევა.

საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებული დ.ფ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე საჭიროებს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ორი სახის ფსიქიატრიულ დახმარებას - ნებაყოფილობით და არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.

მსჯავრდებული დ.ფ. ექიმ-ფსიქიატრთა ძალისხმევის მიუხედავად, უარს აცხადებდა და აცხადებს ნებაყოფილობით ფსიქიატრიულ დახმარებაზე, ხოლო არანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარების გასაწევად, საჭიროა მოსამართლის ბრძანება.

სასამართლო მსჯავრდებულის არანებაყოფილობით ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საკითხს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნა (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2117-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა. ექპერტიზის ჩატარებისთვის კი სავალდებულოა პაციენტის თანხმობა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად. მსჯავრდებულმა დ.ფ.-მ ამ შემთხვევაშიც არაერთგზის განაცხადა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. საქართველოს კანონმდებლობით კი, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების მექანიზმი გაწერილი არ არის.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სხვადასხვა დროს სამჯერ, კერძოდ, 2014 წლის 22 მაისს, 2015 წლის 21 იანვარსა და 2015 წლის 5 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით მსჯავრდებულისთვის არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე არანებაყოფლობით წარდგენის მოთხოვნით. სასამართლომ სამინისტროს არცერთი მიმართვა არ მიიღო წარმოებაში და განუხილველად დატოვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ-ფსიქიატრებს პენიტენციურ დაწესებულებაში შეეფასებინათ მსჯავრდებულის მდგომარება. ამბულატორიული შეფასება 2015 წლის 5 აგვისტოს შედგა, თუმცა, ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საექსპერტო დასკვნისთვის აუცილებელი იყო ექსპერტიზის ჩატარება სტაციონარში, რაზეც მსჯავრდებული ისევ უარს აცხადებდა.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე, მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. კვირაში ერთხელ მას ნახულობს დაწესებულების მთავარი ექიმი, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა, მათ შორის, ფსიქიატრიულ სამედიცინო სერვისებს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ საჭროებს სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის, ექიმების შეფასებით, მისი ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია.

სამინისტრო მზად არის, მსჯავრდებულის მხრიდან სათანადო თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მსჯავრდებულ დ.ფ.-სთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსთან და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, ევროსაბჭოს ექსპერტის მონაწილეობით აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარზე, რომელთან დაკავშირებით საუბარი ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაშიც არის. ანგარიშის მიხედვით, მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. კომისიის წევრებმა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივი რეაგირება და პატიმრის სტაციონარში გადაყვანა მოსთხოვეს, თუმცა პრობლემა ერთი წლის შემდეგაც მოუგვარებელია. მიზეზად სასჯელაღსრულების სამინისტროს მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები კანონმდებლობის ხარვეზებს ასახელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42