შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეულს იწყებს
სამართალი - 13:06, 17 Dec, 2015     7079

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი შეიმუშავა. პროგრამა სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებისაგან შედგება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით შემოდის მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა. საყურადღებოა, რომ მსგავსი მოდელი მსოფლიოს 21 ქვეყანაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებით მოქმედებს და აღნიშნული კანონპროექტი სწორედ დასავლეთში აპრობირებული მექანიზმის ძირეულ შესწავლასა და ანალიზს ეფუძნება.

გვსურს განვმარტოთ, რომ პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ქულების შემცირება არ მოხდება ვიდეორეგისტრატორის და უკონტაქტო პატრულირების დროს გამოწერილი ქვითრით. დამრღვევ მძღოლს ქულები მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის შეუმცირდება. აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. მაგალითად, მუხლი 1181 - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს 100 ქულიდან გამოაკლდება 10 ქულა და ამასთან დაჯარიმდება 30 ლარით.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევაზე ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, სამინისტრომ პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ქულების ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრა ამა თუ იმ დარღვევის რისკიდან და მისი ინტენსივობიდან გამომდინარე.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სისტემის დანერგვის, ქულათა მინიჭების, მათი შემცირებისა და ამოწურვის, აგრეთვე, მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრირების წესების შემუშავებასა და დამტკიცებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42