გიგა ფარტენაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 11:38, 17 Dec, 2015     7396

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ საჯელის სახედ და ზომად ლევან მოისწრაფიშვილს და შოთა შანიძეს 11-11 წლით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 14 დაწესებულებაში, მსჯავრდებულებს ლევან მოისწრაფიშვილს, შოთა შანიძეს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ფარტენაძემ გონება დაკარგა, აღნიშნული პირები აგრძელებდნენ მის ცემას გულმკერდის, კისრისა და სახის არეში და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. გიგა ფარტენაძე # 14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2014 წლის 26 მარტს მიეცნენ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის “ბ“ და “ე“ ქვეპუნქტებით და მერვე ნაწილით წარედგინათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, შოთა შანიძეს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42