ბაჩო ახალაია ითხოვს ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთოს
სამართალი - 14:58, 16 Dec, 2015     2609
ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა.

ახალაია ითხოვს ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.

გარდა ამისა ექს მინისტრმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ "ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას".

"მაქვს სურვილი, CPT-ს დასკვნა დაერთოს მტკიცებულებად აღნიშნულ საქმეს, რადგან ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვექცევიან სრულიად არაადამიანურად. თუმცა ვართ ჩუმად და ასე ყველაფერს ვიტანთ და ავიტანთ კიდეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი "კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია და გთხოვთ ეს დოკუმენტი დავურთოთ საქმეს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და პროცესის გადადება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ახალაიას მოთხოვნას არ დაეთანხმა პროკურატურის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, ამის საჭიროება არ იყო. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 27 იანვარს 12 საათსა და 30 წუთზე დანიშნა.

ბაჩანა ახალაიამ ასევე თქვა, რომ სასამრთლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწმეთა დაკითხვის საშუალება და ის მოწმეები, რომელზე დაყრდნობითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სასამრთლო სისტემა კი "შევარდნაძის დროინდელ მდგომარეობაში და კორუფციაში დაბრუნდა“. ახალაიას თქმით, მას მოსამართლეების აცილება სურდა, თუმცა აზრი არ აქვს, რადგან, მისი თქმით, სხვა მოსამართლეც იგივე სისტემის ნაწილი იქნება.

„თქვენ მხარე ხართ ამ პროცესში“ - განაცხადა ახალაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42