არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ აგრძელებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებების შედეგად გარკვეულ პირთა ხელშეწყობით პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსის მინიჭების ფაქტების საზოგადოებისათვის გაცნობას.
ამჯერად, სდლ ზურაბ შალიკიანის შესახებ საუბრობს, რომელმაც 2009 წლის ივნისში მამაკაცი მოკლა.
„2009 წლის 13 ივნისს, ქუთაისში, ზურაბ ბონდოს ძე შალიკიანმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობის მიზნით, რამდენჯერმე ესროლა მოქ. თორნიკე კვიცარიძეს. კვიცარაძე მძიმედ დაიჭრა. 2009 წლის 16 ივნისს, ზურაბ შალიკიანი ქალაქ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა შალიკიანისგან დანაშაულის ჩადენის იარაღი, „ტეტე“-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს, რომელსაც ის უკანონოდ ატარებდა. ზურაბ შალიკიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - სსკ-ის 19.108-ე და 236-ე მუხლის I, II და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ცხადია ამ მძიმე დანაშაულის ჩადენას პოლიტიკასთან ან საზოგადოებრივ მოძრაობებთან საერთო არაფერი აქვს და გამოცანად რჩება, თუ ვისი ან რისი წყალობით აღმოჩნდა, მძიმე დანაშულის ჩამდენი პირი პოლიტპატიმართა 190 კაციან სიაში", - ნათქვამია სდლ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






