ადვოკატ მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა სავარაუდოდ ჯგუფურად დაიგეგმა. ამის შესახებ სალაყაიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველს საქმეში არსებული მასალები იძლევა.
როგორც სალაყაია ამბობს, სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა უკვე ცნობილია. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და სამართალდამცველები ეჭვმიტანილის დაკავებაზე მუშაობენ.
„მართალია, მკვლელობა განახორციელა ერთმა პირმა, მაგრამ მის გვერდზე, მის უკან დგანან სხვები. ამის ვარაუდის საფუძველს საქმეში არსებული მასალები გვაძლებს. მე ვერ გეტყვით პირადი ანგარიშწორებაა თუ სხვა. გეტყვით, რომ სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. დაკავებული არც ერთი არ არის. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ეჭვმიტანილების დაკავებაზე მუშაობენ. დღევანდელი მათი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. თუმცა ვინც უშუალოდ გასროლა განახორციელა, მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებისთვის ცნობილია“, - განაცხადა სალაყაიამ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






