ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. ინფორმაცია „ნიუპოსტს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დაკითხულია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხება.
ელისაშვილი იხსენებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ.
მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები მას ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. ელისაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






