"ბესელიას გადაეცით, დედას მოვ...ვ, ფული წაიღო და აქედან ჩემი გაყვანის საქმე მოაგვაროსო"- "კოკაინის საქმის" სკანდალური დეტალები
სამართალი - 14:54, 15 Dec, 2015     25804
გაზეთი „ქრონიკა+“ ე.წ „კოკაინის საქმის“ სკანდალურ დეტალებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით ნარკოკარტელის წევრების შეწყალების საქმეში მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას შემდეგ სკანდალში აუცილებლად გაეხვევა დევნილების ამჟამინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი „კოკაინის სკანდალის“ ერთ-ერთი მონაწილე, კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი, სუბართან კავშირზე გავიდა და გურჩიანი ეკა ბესელიას სწორედ სოზარ სუბარმა დააკავშირა. (ამბობენ, იმასაც რომ 200 000 დოლარის გადაცემის ორგანიზება სწორედ თენგიზ გურჩიანის მეშვეობით მოხდა.)“- წერს „ქრონიკა+“

ამასთანავე გამოცემა 2014 წელს შეწყალების კომისიის მხრიდან „კოკაინის საქმის“ მონაწილის ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალებაზე ურაის თქმის თემასაც ეხება:

„2014 წლის ივნისში ანასტასია ზაუტაშვილმა კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართა და უარიც მიიღო, რადგან, შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების მომენტისთვის სასჯელის ნახევარზე მეტი უნდა ჰქონოდა მოხდილი, რაც ამნისტიის მერე მის შემთხვევაში ექვს წელსა და რამდენიმე თვეს გულისხმობდა, ზაუტაშვილი კი სასჯელს მეხუთე წელია, იხდიდა. რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებათა განხილვის საკითხს, ზაუტაშვილის შემთხვევაში, ეს საკითხი კომისიის არც ერთ წევრს არ დაუყენებია. შეწყალებაზე უარი ამავე მოტივით მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, რომან მუსემიანმა.

2014 წლის ოქტომბერში შეწყალების კომისიაზე ზეწოლები დაიწყო. ბესელია-კობახიძის დუეტმა კომისიის წინააღმდეგ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე ჩართეს, რომელსაც, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში წინა ხაზზე უშვებენ ხოლმე, ანასტასია ზაუტაშვილმა და კიდევ ორმა პირმა შიმშილობა დაიწყო, ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის შეწყალების კომისიის გაუქმებას მოითხოვდა(!!!) და რეზიდენციასთან აქციებს მართავდა.

მოშიმშილე ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პირადად შეხვდა, რომელმაც მას აუხსნა, რომ ექვსი თვის გასვლის შემდეგ უფლება ჰქონდა, შეწყალების კომისიისთვის განმეორებით მიემართა, უბრალოდ, დადგენილი კრიტერიუმები დაცული უნდა ყოფილიყო.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი ამ შეხვედრაზე ისტერიკამდე მივიდა, ბოლოს დიდხანს ტიროდა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანდასწრებით ზვიად ქორიძეს პირდაპირ უთხრა: ეკა ბესელიას ჩემგან გადაეცით, დედას მოვ...ვ, გვერდით მოვიჯენ, ფული წაიღო და აქედან ჩემი გაყვანის საქმე როგორც უნდა, ისე მოაგვაროსო. ამავე წყაროს ინფორმაციით, ელისაშვილ-ქორიძის განცხადებების შემდეგ მანანა კობახიძემ ანასტასია ზაუტაშვილს შეუთვალა, _ ოღონდ ახლა წყნარად იყავი და ხმა არ გაიღო, ეს სკანდალი ჩაივლის და შენს შეწყალებაზე პირველ რიგში ვიზრუნებო“- წერს „ქრონიკა+“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42