სავარაუდო კორუფციის ფაქტები ე.წ. „პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა“ სტატუსის მინიჭებისას
სამართალი - 15:46, 14 Dec, 2015     2122

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ეტაპობრივად გააცნობს საზოგადოებას, სავარაუდო კორუფციულ გარიგებების შედეგად, საეჭვო ვითარებაში, გარკვეულ პირთა ხელშეწყობით პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსის მინიჭების ფაქტებს.

პოლიტდევნილთა 25 კაციან სიაში, მეშვიდე ნომრით შეყვანილია ლევან ფხაკაძე, რომელსაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.

"ლევან ფხაკაძე აწუხებდა გოგონას, რომელიც მას არ თანაუგრძნობდა. თაყვანისმცემლის თავხედობისგან შეწუხებულმა გოგონამ, დაცვა საკუთარ ძმას - მოქ. მიხეილ ზირაქაძეს თხოვა, რომელმაც 2007 წლის 24 სექტემბერს, ფხაკაძესთან კონფლიქტი, რომ თავიდან აეცილებინა, ფხაკაძესთან შეხვედრაზე, საკუთარი დის სახლთან, მეუღლისა და სიმამრის თანმხლებით მივიდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ფხაკაძემ, რომელიც უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, ზირაქაძეს მოსაკლავად მუცლის არეში მიბჯნით ესროლა. ზირაქაძემ გაქცევა სცადა, თუმცა ფხაკაძე მას დაედევნა და კიდევ ორჯერ ესროლა. ფხაკაძემ ზირაქაძეს სულ 8 ტყვია ესროლა, რომლიდანაც, ზირაქაძეს სამი მოხვდა და უმძიმესად დაიჭრა.

ფხაკაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიმართ აღიძრა სს საქმე, საქ. სსკ-ის 19, 108-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მასზე გამოცხადდა ძებნა. გამოძიებით, ლევან ფხაკაძის ბრალეულობა სრულიად დადასტურდა და მას სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კერძოდ 10 წელი და 6 თვე - მკვლელობის მცდელობისათვის, 3 წელი და 6 თვე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებისათვის. მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ფაქტი და ლევან ფხაკაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი, დადასტურებული, თავხედური დანაშაულით დაამახსოვრა, პოლიტიკურ დევნილად შერაცხეს. ფხაკაძის მიერ, ამ აშკარა დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებითაც, გამორიცხული არ გახლავთ, რომ პირები, რომლებმაც ის პოლიტდევნილთა სიაში შეიყვანეს უანგაროდ არ მოქმედებდნენ", - ნათქვამია სდლ-ის მერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42