დეპუტატმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია დაუდასტურა. მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.
"არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ სრულიად იყოს ობიექტურად, მიუკერძოებლად და ბოლომდე გამოკვლეული ყველა ფაქტი. დეტალებზე არ ვისაუბრებ დღეს, რადგან ეს დეტალებია შემადგენელი პროცესის. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და არ გაჭიანურდება. ასე რომ, საპროცესო და ეთიკური წესები დავიცვათ, რომელიც პროცესის დასრულებაზე დალოდებას გულისხმობს. დაინტერესებული ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ფაქტების გამოძება ობიექტურად მოხდეს და ეს განცხადებები გადამოწმდეს. ამის მზაობა მაქვს, მეყოფა გამოცდილება, ნებისყოფა და გამძლეობაც და პროფესიული უნარ-ჩვევებიც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ყველაფერს გავაკეთებ, საზოგადოებამ დაინახოს სად არის სიმართლე და შემდეგ შეაფასოს და გააკეთოს დასკვნა რასთან გვაქს საქმე, რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ინფორმაცია დოკუმენტური მასალა რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით და ფაქტებთან, ეს ინფორმაცია პროკურატურას მივეცი და მათ ეს დაეხმარება დაინახონ რეალობა" - განაცხადა ბესელიამ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ კობახიძე და ბესელია შეწყალების კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელისგან კატეგორიულად ითხოვნდნენ კონკრეტული პირების გათავისუფლებას.
კიკაძის განცხადებით, მას წაკითხული აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, რომელიც ელისაშვილმა მიიღო.
კილაძე აქვე აღნიშნავს და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის მსგავსად მასაც აქვს ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილმა ბესელია-კობახიძის ტანდემს წინსწრებად 200 ათასი გადაუხადა, დანარჩენი კი მას შემდეგ უნდა გადახდილიყო, რაც კონკტერული პირები საპყრობილეს დატოვებდნენ.
"ამ დანაშაულის მოქმედ პირებს 30, 24 და 16 წელი ჰქონდათ მისჯილი. ბოჭორიშვილის განცხადება განიხილა კომიტეტმა და დადებითი შეფასება მისცა, კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირს და ნუგზარ ბოჭორიშვილი, მათ ჩასვეს ეს ადამიანები პოლიტპატიმრების სიაში. მაშინ გელა ხვედელიძის და ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა ეს პირი სიიდან ამოიღეს. მიხვდა რა ბესელია, რომ კობახიძის ტანდემმა ამ გზით არაფერი გამოვიდოდა, დაიწყეს ქმედება შეწყალების კომისიის მიმართულებით.
ნუგზარ ბოჭორიშვილს 200 ათასი ბედ აქვს გადახდილი, ეს ადამიანები დანარჩენ თანხას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც გათავისუფლდებოდნენ დაკავებული პირები. მე წაკითხული მაქვს ამ მესიჯის შინაარსი, უკატეგორიულესია," - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






